წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ 2008 წელს დაარსდა და 13 წელია რაც წარმატებით ოპერირებს, როგორც საქართველოს, ასევე საექსპორტო ბაზარზე. საწარმო საგურამოში მდებარეობს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ნედლეულისგან დამზადებულ, მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს.
ამ ეტაპზე კომპანიას უშვებს სამ ბრენდს: “კამპა”, “ჩვენი”, “ფრუტანა” და 20-ზე მეტი სახეობის პროდუქტს. „კამპას“ პროდუქტის ხარისხს განსაზღვრავს, როგორც მაღალი ხარისხის ნედლეული, ასევე ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც აკმაყოფილებს დღეს მსოფლიოში მიღებულ ყველა თანამედროვე სტანდარტს. „კამპას“ ჰყავს პროფესიონალების გუნდი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ხარისხსა და გემოებზე.
„კამპას“ მომხმარებლები არიან ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი, ნატურალური პროდუქტი და ვინც ენდობა, მხარს უჭერს საქართველოში დამზადებულ პროდუქტს.
„კამპას“ შეძენა შესაძლებელია, როგორც ბრენდირებულ ქსელურ მაღაზიებში, ასევე არაქსელურ სავაჭრო ობიექტებში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომარაგებაა.
ბოლო რამდენიმე წელიწადია „კამპამ“ აქტიურად დაიწყო საექსპორტო ბაზრის განვითარება, რომელიც მოიცავს ექსპორტის განხორციელებას შემდეგ ქვეყნებში: ამერიკა, აზერბაიჯანი, ჩინეთი, გაერთიანებული ემირატები, რუსეთი.
2021 წელს „კამპას“ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. სურთ საექსპორტო ბაზრის გაფართოვება და აქტიურად მუშაობენ ახალ, შუშის ხაზზე, რომელიც გაზრდის ასორტიმენტს. ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა კომპანიას საშუალებას აძლევს ღირსეული ადგილი დაიკავოს უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივ ბაზარზე.