“ქართული აგრო სახლი“ არის მომსახურების სრული ციკლის მქონე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანია. ადგილობრივ სასათბურე მეურნეობებსა და ფერმერებთან თანამშრომლობის გზით იგი ბოსტნეულისა და ხილის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე ახორციელებს. ნედლი ბოსტნეულის წლიური დაახლოებით 9,000 ტონიანი ბრუნვით, „ქართული აგრო სახლი“ სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. კომპანიამ დროის მოკლე პერიოდში შექმნა ნედლი ბოსტნეულის სასაწყობო და შემფუთავი მძლავრი წარმადობის საწარმო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და იყენებს ევროპული სტანდარტების შესაფუთ მასალებს.
“ქართული აგრო სახლის“ ბრენდი „პლანტა“ – ეს არის პრემიუმ ხარისხის ხილი და ბოსტნეული. მისი პოროდუქცია მრავალფეროვანია და ამ ეტაპზე მოიცავს კიტრის სხვადასხვა სახეობას, ჩერის მრავალფეროვან არჩევანს, პომიდვრის სხვადასხვა სახეობას, ვაშლის სხვადასხვა ჯიშს (გოლდენი, გალა, პინოვა, რედ დელიშესი); პროდუქციის ასორტიმენტში ასევე შედის: მსხალი, ქლიავი, მარწყვი, ავოკადო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლიმონი, ლაიმი, ჯინჯერი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კივი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მარწყვი, ალუჩა, სიმინდი და მრავალი სხვა.
“ქართული აგრო სახლი“ პროდუქციის ხარისხის მუდმივ კონტროლს ახორციელებს. პროდუქციის ნიმუშები რეგულარულად იგზავნება ბელგიაში და ლაბორატორია „ეუროფინს აგროს“ მიერ მოწმდება. შედეგად პროდუქცია, რომელსაც ქართული აგრო სახლი საბოლოო მომხმარებელს სთავაზობს, საკვები პროდუქტების უვნებლობის უმკაცრესი სტანდარტების შესატყვისია. „ქართულ აგრო სახლში“ დანერგილია საკვების უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა HACCP, ასევე ფლობს Natural Products-ის სერტიფიკატს, GlobalGap-ის სერტიფიკატს და ხარისხის მართვის ISO სტადნარტის 9001:2015 სერტიფიკატს.
ყველა ის სათბური თუ მომწოდებელი, რომლებთანაც „ქართული აგრო სახლი“ თანამშრომლობს, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებსა და უმკაცრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროპაში, უკვე კარგა ხანია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოსტნეულისა და ხილის ორგანიზებული სახით გაყიდვას - ეს გულისხმობს პროდუქტის სტანდარტიზაციას, მიკვლევადობას, შენახვის წესების დაცვას, საჭირო შეფუთვის უზრუნველყოფას და ა.შ. საქართველოში კი შეფუთული და ბრენდირებული ბოსტნეული ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. შეფუთულ ბრენდირებულ ბოსტნეულზე კი მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
“ქართული აგრო სახლი“ GS1 საქართველოს წევრი კომპანიაა და მის პროდუქციას უნიკალური შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ყველა მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელში ახორციელებს, როგორებიცაა: „კარფური“, „ნიკორა“, „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „სპარი“, „ევროპროდუქტი“, „ზღაპარი“, „ფრესკო“. პროდუქციის ნაწილი ასევე გადის ექსპორტზე. „პლანტა“ წარმოდგენილია თბილისისა და რეგიონების ბოსტნეულის მსხვი ბაზრებში. დღეისათვის, „ქართული აგრო სახლის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 300 სავაჭრო წერტილშია წარმოდგენილი.
კომპანა სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას და ხილისა და ბოსტნეულის სრული სეგმენტის ათვისებას გეგმავს და აგრძელებს დაწყებულ კურსს, რომ იყოს ლიდერი ბოსტნეულისა და ხილის თანამედროვე ფორმით მიწოდებაში.
“პლანტა“ შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს ნამდვილად გამორჩეულ, განსაკუთრებულ პროდუქტს. ესაა საგანგებოდ შერჩეული ასორტიმენტი და გადარჩეული ხილ-ბოსტნეული ნამდვილი გურმანებისთვის, ვისთვისაც მომზადება სიამოვნებაა.