GS1 სტანდარტები სხვადასხვა სექტორში გამოიყენება.

GTIN - ით პროდუქციის იდენტიფიკაცია კომპანიას საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ბიზნესპარტნიორთან მოძებნოს საერთო ენა სავაჭრო ურთიერთობებისას. ჩვენი სტანდარტები განსხვავებულ ინდუსტრიებს მოიცავს და აკავშირებს სხვადასხვა სახის ბიზნესს,რათა შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, მონაცემების გაზიარება და პარტნიორული ურთიერთობები. საიტზე მოცემულია რამდენიმე ძირითადი სექტორი, სადაც ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩვენი სტანდარტები.

საცალო ვაჭრობა

პროდუქტს, რომელიც დაფასოებულია და სარეალიზაციოდაა განკუთვნილი, საჭიროა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნომერი. საცალოდ მოვაჭრეებს შეუძლიათ, GS1 სტანდარტების მეშვეობით მუდმივად ადევნონ თვალყური პროდუქტის მოძრაობას მიწოდების ჯაჭვის ყველა საფეხურზე. მისი სკანირებით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიიღონ პროდუქტისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ.


ჯანდაცვა

სტანდარტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სამედიცინო ბარათი მოიცავს ინფორმაციას პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტის დასახელების, დოზისა და სერიის ნომრის შესახებ; სადაც განთავსებულია მკურნალი ექიმისა და ექთნის მონაცემები. GS1 სტანდარტები გეგმავს, ჯანდაცვის სისტემაში დანერგოს ინოვაციები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს უსაფრთხო მომსახურების საშუალებას მისცემს.


ტრანსპორტი და ლოჯისტიკა

ოგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სატრანსპორტოდ განკუთვნილი ყუთები, პალეტები სწორ ადგილას და საჭირო დროსაა მისული? GS1 სტანდარტები უზრუნველყოფენ ლოჯისტიკური ერთეულების მოწესრიგებულ მართვას, რეალურ დროში მარაგის კონტროლსა და მიკვლევადობას.



იხილეთ GS1 - ის სტანდარტები


გაიგეთ მეტი GS1 სტანდარტებზე სხვადასხვა სექტორში.

იხილეთ ყველა სტანდარტი გლობალურ ვებ გვერდზე>