GS1 - ევროპის რეგიონალური ფორუმი

14 -16 ოქტომბერს ვენაში გაიმართა მასშტაბური ფორუმი, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანა ესწრებოდა. 

სამდღიანი ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიზნესებს შორის თანამშრომლობის ფორმირება, მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაზრდა და ისეთ გამოწვევევებთან შეჭიდება, როგორიც არის მდგრადობის ხელშეწყობა და ციფრული ტრანსფორმაცია. 

ფორუმმა ასევე ყურადღება გაამახვილა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, ინოვაციური გადაწყვეტილებების ჩვენებასა და იმის შესწავლაზე, თუ როგორ შეუძლია GS1 სტანდარტებს ხელი შეუწყოს მონაცემთა უკეთ გაცვლასა და სავაჭრო პარტნიორებს შორის კავშირის გაძლიერებას.

სრულად ნახვა

GS1 საერთაშორისო სტანდარტები 50 წლისაა

50 წლის წინ,  GS1 შტრიხკოდმა მსოფლიოში გარდატეხა მოახდინა. ტრანსფორმაცია განიცადა საცალო ვაჭრობამ, გაძლიერდა და სანდო გახდა მიწოდების ჯაჭვები მსოფლიოს გარშემო.

არსებობს მიზეზი, რის გამოც BBC უწოდა შტრიხკოდს „ერთ-ერთი რამ 50-იდან, რამაც შექმნა თანამედროვე ეკონომიკა". 

მისი შექმნის დღიდან, ეს მოკრძელებული, თუმცა ძლიერი სიმბოლო ახლა მილიარდზე მეტ პროდუქტზე ჩნდება და „ბიპის“ ხმა მყისიერად ცნობადია მთელს მსოფლიოში.

შტრიხკოდის დაბადება 1973 წელს მოხდა, როდესაც ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა შეეცვალათ ვაჭრობის გზები. ამერიკელმა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა აირჩიეს ერთგანზომილებიანი შტრიხკოდი, როგორც ერთიანი სტანდარტი თავიანთი პროდუქტის საიდენტიფიკაციოდ. ამ დროიდან მოყოლებული მარტივი სკანირება ფიზიკურ პროდუქტს უკავშირდება და მის უნიკალურ იდენტიფიკაციას ახდენს. პროდუქტზე ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია საცალო ვაჭრობის ქსელებსა და მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით. 

ერთი წლის შემდეგ, Wrigley -ს საღეჭი რეზინი გახდა პირვეი პროდუქტი, რომლის სკანირებაც მოხდა სუპერმაკეტში, ოჰაიოში. მას შემდეგ GS1 სტანდარტები იძლევა უფრო საიმედო მიწოდების ქსელებს მთელს მსოფლიოში.



ამ განსაკუთრებული ფაქტის აღსაღნიშნად, GS1 წევრი ორგანიზაციები (MOs) მთელი მსოფლიოდან, უერთდებიან გლობალურ კამპანიას, აღნიშნონ შტრიხკოდის არსებობა.

როგორც წევრი ორგანიზაცია, GS1 საქართველო ამაყობს, რომ ამ ყველაფრის ნაწილია. ერთად ბევრი რამ გვაქვს აღსანიშნი!


ეწვიეთ გლობალურ ვებ საიტს>

სრულად ნახვა

ჩერი

ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ 2014 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და დაიწყო ინდუსტრიული ყავის წარმოება. ჩერი დღეს უკვე 40-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს და მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებულ, გამორჩეულად გემრიელ, 100% ნატურალურ ყავას სთავაზობს.

“ჩერის” კუთვნილი საწარმო თბილისში მდებარეობს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კვების წარმოებაში მოქმედ სტანდარტებს და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა. მუშაობის პროცესი კი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. “ჩერის” მთავარ პრიორიტეტს ხარისხი განაპირობებს. მისი ყავა მზადდება საუკეთესოდ აღიარებული გერმანული დანადგარებით და მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ, ახლად მოხალულ ყავას სთავაზობს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში და თითქმის ყველა მარკეტში. ასევე აქვთ ონლაინ მაღაზია: www.shop.cherie.ge, სადაც უფასო მიწოდების სერვისი აქვთ.

კომპანია GS1 საქართველოს წევრია, პროდუქტს უნიკალური, საერთაშორისოდ აღიარებული შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. პროდუქცია ამ ეტაპზე, მცირე რაოდენობით გააქვთ ექსპორტზე, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

 “ჩერის” ბაზარზე გამოჩენისას, მისი მისია იყო ქართველი მომხმარებლისთვის 100% ნატურალური, ნამდვილი ყავის შეთავაზება, რათა ადგილი დაემკვიდრებინა ქართული ყავის ბაზარზე. კომპანიამ მალევე შეძლო მომხმარებლის ნდობის მოპოვება.

 “ჩერის” პროდუქცია ყველასაგან გამორჩეული, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია. შესაბამისად სამომავლოდ იგეგმება დიდი მასშტაბებით მოიცვას საექსპორტო ქვეყნები და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე.


სრულად ნახვა

პლანტა

“ქართული აგრო სახლი“ არის მომსახურების სრული ციკლის მქონე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანია. ადგილობრივ სასათბურე მეურნეობებსა და ფერმერებთან თანამშრომლობის გზით იგი ბოსტნეულისა და ხილის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე ახორციელებს. ნედლი ბოსტნეულის წლიური დაახლოებით 9,000 ტონიანი ბრუნვით, „ქართული აგრო სახლი“ სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. კომპანიამ დროის მოკლე პერიოდში შექმნა ნედლი ბოსტნეულის სასაწყობო და შემფუთავი მძლავრი წარმადობის საწარმო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და იყენებს ევროპული სტანდარტების შესაფუთ მასალებს.

“ქართული აგრო სახლის“ ბრენდი „პლანტა“ – ეს არის პრემიუმ ხარისხის ხილი და ბოსტნეული. მისი პოროდუქცია მრავალფეროვანია და ამ ეტაპზე მოიცავს კიტრის სხვადასხვა სახეობას, ჩერის მრავალფეროვან არჩევანს, პომიდვრის სხვადასხვა სახეობას, ვაშლის სხვადასხვა ჯიშს (გოლდენი, გალა, პინოვა, რედ დელიშესი); პროდუქციის ასორტიმენტში ასევე შედის: მსხალი, ქლიავი, მარწყვი, ავოკადო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლიმონი, ლაიმი, ჯინჯერი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კივი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მარწყვი, ალუჩა, სიმინდი და მრავალი სხვა.

“ქართული აგრო სახლი“ პროდუქციის ხარისხის მუდმივ კონტროლს ახორციელებს. პროდუქციის ნიმუშები რეგულარულად იგზავნება ბელგიაში და ლაბორატორია „ეუროფინს აგროს“ მიერ მოწმდება. შედეგად პროდუქცია, რომელსაც ქართული აგრო სახლი საბოლოო მომხმარებელს სთავაზობს, საკვები პროდუქტების უვნებლობის უმკაცრესი სტანდარტების შესატყვისია. „ქართულ აგრო სახლში“ დანერგილია საკვების უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა HACCP, ასევე ფლობს Natural Products-ის სერტიფიკატს, GlobalGap-ის სერტიფიკატს და ხარისხის მართვის ISO სტადნარტის 9001:2015 სერტიფიკატს.

ყველა ის სათბური თუ მომწოდებელი, რომლებთანაც „ქართული აგრო სახლი“ თანამშრომლობს, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებსა და უმკაცრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროპაში, უკვე კარგა ხანია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოსტნეულისა და ხილის ორგანიზებული სახით გაყიდვას - ეს გულისხმობს პროდუქტის სტანდარტიზაციას, მიკვლევადობას, შენახვის წესების დაცვას, საჭირო შეფუთვის უზრუნველყოფას და ა.შ. საქართველოში კი შეფუთული და ბრენდირებული ბოსტნეული ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. შეფუთულ ბრენდირებულ ბოსტნეულზე კი მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

“ქართული აგრო სახლი“ GS1 საქართველოს წევრი კომპანიაა და მის პროდუქციას უნიკალური შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ყველა მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელში ახორციელებს, როგორებიცაა: „კარფური“, „ნიკორა“, „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „სპარი“, „ევროპროდუქტი“, „ზღაპარი“, „ფრესკო“. პროდუქციის ნაწილი ასევე გადის ექსპორტზე. „პლანტა“ წარმოდგენილია თბილისისა და რეგიონების ბოსტნეულის მსხვი ბაზრებში. დღეისათვის, „ქართული აგრო სახლის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 300 სავაჭრო წერტილშია წარმოდგენილი.

კომპანა სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას და ხილისა და ბოსტნეულის სრული სეგმენტის ათვისებას გეგმავს და აგრძელებს დაწყებულ კურსს, რომ იყოს ლიდერი ბოსტნეულისა და ხილის თანამედროვე ფორმით მიწოდებაში.

“პლანტა“ შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს ნამდვილად გამორჩეულ, განსაკუთრებულ პროდუქტს. ესაა საგანგებოდ შერჩეული ასორტიმენტი და გადარჩეული ხილ-ბოსტნეული ნამდვილი გურმანებისთვის, ვისთვისაც მომზადება სიამოვნებაა.

სრულად ნახვა